თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კორონავირუსის ტესტირების პუნქტი ამოქმედდა - მგზავრები ტესტის გაკეთებას ჩამოფრენის დარბაზშივე შეძლებენ.
PCR ტესტის ღირებულება, რომლის პასუხიც 8 საათში იქნება მზად, 70 ლარს შეადგენს, 3-4 საათში - 120 ლარს, 90 წუთში - 200 ლარს, ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი კი 30 ლარი ეღირება.
მოქმედი წესების მიხედვით, ვაქცინირებულ უცხოელებს საქართველოში ჩამოსასვლელად მხოლოდ ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებათ. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა შეუძლიათ უარყოფითი PCR ტესტით, რომელიც სამი დღის შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა გაიკეთონ.
საქართველომ ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის თებერვალში განაახლა და მას მერე ფრენების სიხშირე დღითიდღე იზრდება.