მკვლელობა ავარიის გამო: ასპინძაში მამაკაცი მოკლეს

მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტაში 46 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ინციდენტს წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.
ადგილობრივების განცხადებით, მოკლული შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მკვლელობაში ბრალდებულის ავტომობილს დაეჯახა. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ დაზარალებულმა მის საცხოვრებელ ადგილს მიაკვლია და შური იძია.
მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.