2022: როგორ შევხვდეთ ახალ, ვეფხვის წელიწადს – საყურადღებო რჩევები

2022 წელი წყლის სტიქიის ეგიდით ჩაივლის, რომელიც ერთი შეხედვით მაცდურად მშვიდია, მაგრამ საშიშ მორევებს შეიცავს. ახალი წელი მშვიდი იქნება, მაგრამ ძალისხმევის გამოჩენა მაინც მოგვიწევს.
Sputnik
ექსპერტები გვირჩევენ გავეცნოთ, თუ როგორ უნდა შევხვდეთ წყლის ვეფხვის წელიწადს, რათა 12 თვის განმავლობაში არ მოგვაკლდეს იღბლიანობა და ამ ცხოველის მფარველობა.
როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელიწადს
ზოგადად, ახალ წელს დიდი თავყრილობებით ვხვდებით, ვიწვევთ მეგობრებსა და ახლობლებს, თუმცა 2022 წელს ბიოენერგეტიკის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ უარი ვთქვათ ხმაურიან წვეულებებზე.
წყლის ვეფხვი ოჯახური ცხოველია და მას თავს მოვაწონებთ, თუ ახალ წელს ნათესავების ვიწრო წრეში შევხვდებით. ოჯახური თავყრილობა იღბალს მოგვიტანს მთელი წლის განმავლობაში და განამტკიცებს ნათესაურ კავშირებს.
რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს>>
ახალი წლის მფარველი კმაყოფილი იქნება, თუ დღესასწაული მყუდროდ და ზედმეტი ზეიმის გარეშე ჩატარდება – ვეფხვს არა გადაჭარბებული ჟრიამული, არამედ სიკეთე და ურთიერთგაგება უყვარს. თუ ახლობლებს ვერ კრებთ, მათ აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ, მიულოცოთ ახალი წელი და დაუთქვათ შეხვედრის დრო.
2022 – ვეფხვი: როგორი წელი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
როგორ მოვრთოთ საცხოვრებელი
პირველ რიგში საჭიროა სახლის დალაგება–დასუფთავება, ზედმეტი და უსარგებლო ნივთების გადაყრა.
რისი ჩუქება არ შეიძლება ახალ, 2022 წელს – აკრძალული ნივთების „შავი სია">>
სად დავდგათ ნაძვის ხე – დღესასწაულის მთავარი ატრიბუტისთვის გარკვეული ზონა შეარჩიეთ იმის მიხედვით, თუ რას ელოდებით ახალ წელს.
კერძოდ, ბინის რომელი სექტორი რაზეა პასუხისმგებელი:
სამხრეთის სექტორი – რეპუტაცია და აღიარება;
სამხრეთ–დასავლეთის – ჰარმონია პირად ცხოვრებაში;
სამხრეთ–აღმოსავლეთის – მატერიალური კეთილდღეობა;
ოთახის ცენტრი – მთელი ოჯახის ჯანმრთელობა;
დასავლეთის სექტორი – ახალი თაობის ჩასახვა–დაბადება;
აღმოსავლეთის – ოჯახური ბედნიერება;
ჩრდილოეთის – წარმატება საქმიან სფეროში, კარიერაში;
ჩრდილო–დასავლეთი – თანამოაზრეების შეკრება.
ფენ–შუის მიხედვით, ნაძვის ხეზე შეგიძლიათ დაკიდოთ ბუშტები ჩინური იეროგლიფებით, მონეტები ლენტებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია წლის მასპინძლის, ვეფხვის ფიგურის განთავსება – შეიძლება მისი ჩამოკიდებაც და ნაძვის ხის ქვეშ დადებაც.
„სიფრთხილის“ ჰოროსკოპი, ანუ რას უნდა მოერიდონ ზოდიაქოს ნიშნები 2022 წელს>>
რაც შეეხება ფერებს: რადგან 2022 წელი წყლის სტიქიის ეგიდით ჩაივლის, თამამად შეგვიძლია მწვანე და ცისფერის ყველა ელფერის გამოყენება. კარგი იქნება ასევე ბუნებრივი ფერები: მოწითალო, ყავისფერი, შავი. მოსართავი ბევრი არ უნდა იყოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვეფხვს სიჭარბე არ უყვარს. არ ახასიათებს ზედმეტი ყურადღების მიქცევა.
2022 – ცვლილებების წელი: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
საახალწლო სუფრა
მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ ნატურალური მასალისგან შექმნილი აქსესუარები: სელის ან ბამბის სუფრები, ხის დასადგამები ცხელი კერძებისთვის, მორთულობები გირჩებისგან, ცოცხალი ყვავილებისგან, წიწვოვანი მცენარეების ტოტებისგან.
ვეფხვის წლის დასახვედრად უმჯობესია მარტივი და ნოყიერი კერძების მომზადება ზედმეტი გაფორმებებისა და ეგზოტიკის გარეშე. ეს შეიძლება იყოს ხორციანი მარტივი კერძები, სალათები მცირე რაოდენობის და უბრალო ინგრედიენტებისგან, სასმელი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს – მორსები, ჩაი, ცხელი უალკოჰოლო სასმელები.
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს>>
არ ღირს ახალი წლის ღამეს ზედმეტი ჭამა – მსუნაგობა ვეფხვს არ უყვარს. კარგი იქნება, თუ საზეიმო ღონისძიებების გეგმას შეადგენთ აქტიური თამაშებით, სეირნობით სუფთა ჰაერზე, სახუმარო გათამაშებებით, სამახსოვრო საჩუქრებით, რომელთა გამოყენებაც ოჯახშია შესაძლებელი.
და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ განწყობა – კარგ ხასიათს ვეფხვი დააფასებს, ახალი წლის ღამის ჯადოსნურ გავლენას მთელი წლის განმავლობაში შეიგრძნობთ.