ნახეთ როგორ გამოიყურება თამოს მისაღები ოთახი, რომელსაც თვალს ვერ მოაშორებთ.
თამო სოციალური აქტივობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს პირად ფოტოებს, ასევე Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. არც ნაძვისხის თემა იყო გამონაკლისი. თამომ ხელმომწერებს გაანდო, თუ სად, როდის და რა ფასად იყიდა ესა თუ ის დეკორაცია.
წელს თამოს ცხოვრებაში განსაკუთრებული ახალი წელია. ის 2022 წელს თბილ გარემოში, ოჯახთან – მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ხვდება. ნაძვისხის და ინტერიერის მორთვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა როგორც თამოს მეუღლე, ისე მისი უფროსი გოგონა სოფია.
ხელმომწერები აღფრთოვანებული არიან თამოს ფოტოებით და სასიამოვნო კომენტარებითაც ანებივრებენ. ფოტომოდელს 151 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს და თამოს ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს.