რუსეთისთვის ნატოს შემტევი იარაღის საქართველოში განთავსება „წითელი ხაზებია“

Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს შემტევი სისტემების განთავსება, უშიშროებისთვის უშუალო საფრთხეებიდან გამომდინარე, რუსეთისთვის „წითელი ხაზები“ იქნება, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი თბილისთან მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის მომხრეა, მიუხედავად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა.

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება და მის ტერიტორიაზე შემტევი იარაღის სისტემების განლაგება ჩვენთვის „წითელი ხაზია“, რადგან ასეთი ქმედებები რადიკალურად შეცვლის ძალთა სამხედრო-პოლიტიკურ ბალანსს სამხრეთ კავკასიაში და უშუალო საფრთხეს შეუქმნის რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოებას რეგიონში“, — განაცხადა რუდენკომ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
მსოფლიო დღეს
ბორელის პირობები: დიპლომატს რუსეთის მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნია
მანამდე, 17 დეკემბერს მოსკოვმა გამოაქვეყნა აშშ-თან მოლაპარაკებებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს, მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განუთავსებლობას მისაწვდომ ზონებში და ასევე ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე უარს, მათ შორის, სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე.
როგორც ანდრეი რუდენოკომ განაცხადა, მოსკოვი ნატოსგან მოითხოვს, რომ ალიანსმა ოფიციალურად გაიწვიოს უკან საქართველოსა და უკრაინის ოდესმე ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება.