მოსწავლეებს საქართველოდან რუსული ენის ოლიმპიადაზე იწვევენ: ბენეფიტები

ოლიმპიადის გამარჯვებულები საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებენ.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. მოსოვის პუშკინის სახელობის რუსული ენის სახელმწიფო ინსტიტუტმა გამოაცხადა რუსული ენის XVIII საერთაშორისო ოლიმპიადა მოსწავლეებისთვის, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ, აღნიშნულია ღონისძიების ვებ-გვერდზე.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთის სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებს – რუსულის, როგორც უცხო ენის ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, რუსულენოვანი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებს, ასევე ინდივიდუალურ მონაწილეებს.
ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ–ფორმატში რამდენიმე საკონკურსო მიმართულებით:
უცხო ქვეყნების სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებიც რუსულს სწავლობენ, როგორც უცხო ენას;
უცხო ქვეყნების სკოლების რუსულენოვანი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის;
უცხო ქვეყნების ორენოვანი სკოლების უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის.
ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ოლიმპიადის გამარჯვებულები პუშკინის ინსტიტუტში ან რუსეთის სხვა უმაღლეს სასწავლებელში ფილოლოგიურ ან ლინგვისტურ საბაკალავრო პროგრამებზე უფასოდ სწავლის უფლებას მიიღებენ. კვოტები გამოყოფილია რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ.
ოლიმპიადის ეტაპებია: რეგისტრაცია პორტალზე „განათლება რუსულ ენაზე“ – 2022 წლის 31 იანვრამდე; შესარჩევი ეტაპი – 2022 წლის 10 თებერვლამდე; ნახევარფინალი – 2022 წლის 1 მარტამდე; ფინალი – 2022 წლის 20 მარტამდე.
წყარო - ღონისძიების ვებ-გვერდი.