თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. სპეციალური პენიტენციური სამსახური საახალწლო დღესასწაულებზე, გარდა 1, 2 და 7 იანვრისა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
საქართველოს მასშტაბით საჯარო დაწესებულებებისთვის 1–10 იანვარი უქმედ არის გამოცხადებული.
აღნიშნულ პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა საზოგადოებრივი მისაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა საჭირო სერვისის გაცემას.
უწყების ინფორმაციით, უქმე დღეებში პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად განხორციელდება ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ვიზიტორების მიღება, პენიტენციურ დაწესებულებებში დაგეგმილი ყველა პაემანი, ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღება.