მსოფლიო დღეს

ბრიტანეთმა მისთვის ოთხი მტრული ქვეყანა დაასახელა

Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი − Sputnik. დიდი ბრიტანეთის უშიშროების საკითხთა მინისტრმა დემიან ჰაინდსმა გაერთიანებული სამეფოს მიმართ ყველაზე მეტად მტრულად განწყობილი ოთხი ქვეყანა დაასახელა, იუწყება The Telegraph-ი.
ჰაინდსის თქმით, უპირველესად ეს ჩინეთი, ირანი და რუსეთი არიან − დაზვერვასა და კიბერშეტევების სფეროებში მათი შესაძლებლობების გამო.

„სამი ქვეყანა, რომლებიც ვახსენე, ფლობს ადამიანურ პოტენციალს, ისინი ფართოდ არიან წარმოდგენილი კიბერსივრცეში და შეუძლიათ ნებისმიერ მასშტაბზე გავიდნენ. მათ შეუძლიათ ჩაატარონ და ნამდვილად ატარებენ საინფორმაციო ოპერაციებს მრავალი სხვადასხვა მეთოდით“, − განაცხადა ჰაინდსმა.

ამასთან მან დააზუსტა, რომ მოსკოვის, პეკინისა და თეირანის მტრული აქტიურობა მოიცავს „შპიონებისა და ჯარისკაცების მზადყოფნას კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებისთვის“.
კიდევ ერთ მტრულად განწყობილ ქვეყნად ბრიტანელი მინისტრი ჩრდილოეთ კორეას მიიჩნევს.
უსაფრთხოების გარანტიები: დასახელდა რუსეთისა და ნატოს მოლაპარაკებების თემები
როგორც მანამდე გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის – MI6-ის შეფმა რიჩარდ მურმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი სერიოზულ საფრთხეებს ხედავს რუსეთის მხრიდან და ლონდონი ყველაფერს გააკეთებს „მოსკოვიდან მომდინარე საფრთხეების მთელი სპექტრის შესაკავებლად და მათ ასარეკლად“.
მანამდე მოსკოვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთი არავის ემუქრება და არავისზე თავდასხმას არ აპირებს.