თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.661 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 836 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 228, აჭარა - 147, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 94, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 56, გურია - 42, მცხეთა-მთიანეთი - 42, სამცხე-ჯავახეთი - 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.841 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 881.863-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 69 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.512-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 28.967 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.121 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.119, იმერეთში - 999, აჭარაში - 535.
1.245 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 301 პირი, მათგან თბილისში – 160, იმერეთში - 34, აჭარაში - 35.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 920 ადამიანი, მათ შორის 592 - თბილისში, 211- აჭარაში.
22.926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 37 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30.410 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.661-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 924.368-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.