საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება სურთ

ამავდროულად, დეპუტატებიs ინიციატივა ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოებას, რათა მან შეძლოს ყველა დანაშაულის განხილვა, რომელშიც საჯარო მოხელეები ფიგურირებენ
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იგეგმება, ამ ინიციატივით მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატები გამოვიდნენ, იუწყება „პირველი არხი“.
დეპუტატების ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად საქართველოში გაჩნდება ორი უწყება - სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს თანამდებობის პირების დანაშაულებს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაუწევს მონიტორინგს პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოსმენების საკითხს.
დღეისათვის ყველა ეს ფუნქცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშია გაერთიანებული.
ამავდროულად, დეპუტატებიs ინიციატივა ითვალისწინებს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილების გაფართოებას, რათა მან შეძლოს ყველა დანაშაულის განხილვა, რომელშიც საჯარო მოხელეები ფიგურირებენ.
სახელმწიფო ინსპექტორმა სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა
კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ 2018 წელს მიიღეს. ახალმა უწყებას დაევალა პერსონალური მონაცემების დაცვა, ასევე გარკვეული სახის დანაშაულის გამოძიება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო იძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირების მხრიდან წამების, არაადამიანური მოპყრობის, წამების მუქარის, დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს.
გარდა ამისა, სამსახურის კომპეტენციაში შედის ძალის ან იარაღის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევების გამოძიება.