თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.090 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 946 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 309, აჭარა - 155, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 150, კახეთი -131, შიდა ქართლი - 115, ქვემო ქართლი - 93, გურია - 74, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.768 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 878.022-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13.443-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 31.216 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.157 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.138, იმერეთში - 995, აჭარაში - 528.
1.276 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 321 პირი, მათგან თბილისში – 158, იმერეთში - 37, აჭარაში - 36.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 977 ადამიანი, მათ შორის 611 - თბილისში, 240- აჭარაში.
25.082 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – ერთი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31.410 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.090-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 922.707-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.