ამინდი თბილისში ახალი წლის პირველ დღეს

2022 წლის პირველ ღამესა და დღეს საქართველოს დედაქალაქში ამ პერიოდისთვის ჩვეული ზომიერი სიცივეა მოსალოდნელი.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. როგორი ამინდი ელოდებათ თბილისელებს ახალი წლის ღამესა და პირველ დღეს, შეიტყვეთ Sputnik-ის მასალიდან.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალ, 2022 წელს ამინდი საშუალო სტატისტიკურისგან დიდად განსხვავებული არ იქნება, ტემპერატურა ბოლო ხუთის წლის საშუალო მაჩვენებელთან ახლოს იქნება.
როგორი ამინდი იქნება ახალ წელს>>
ახალი წლის ღამეს თბილისში ეციება. იქნება პლუს 2 გრადუსი, უპირატესად მოღრუბლული ამინდი, მაგრამ უნალექოდ.
საქართველოში ამინდის პროგნოზი უფრო ზუსტი გახდება
მოსალოდნელია ცივი ქარი, 8–13 მეტრი წამში, თუმცა დროგამოშვებით 10–15 მეტრამდე გაძლიერდება.
დილისთვის ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 1 იანვარს დღის განმავლობაში +9 გრადუსს მიაღწევს. საღამოსთვის კი +4 გრადუსამდე შემცირდება.