თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით წინ გადაინაცვლა და კალენდარული წელი 85-ე ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრებს 1.269,24 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით უზბეკეთსა (1.274,58) და სირიას (1.268,54) შორის იმყოფება.
ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ, ნოემბრის ბოლოდან საქართველოს ნაკრებს არცერთი მატჩი არ უთამაშია. გუნდის უმნიშვნელო პროგრესი განპირობებულია იმით, რომ სირიამ არაბეთის ერთა თასზე წარუმატებლად იასპარეზა (ერთი გამარჯვება, ორი მარცხი) და რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა.
ფიფას რეიტინგის ლიდერია ბელგიის ნაკრები (1.828,45 ქულა), მეორე ადგილზეა ბრაზილია (1.826,35), ხოლო მესამეზე – საფრანგეთი (1.786,15).