თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი წლის ღამეს თოვლი მხოლოდ სვანეთშია მოსალოდნელი.
ბათუმში 31 დეკემბერს მოღრუბლული, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 7, დღისით მაქსიმალური პლუს 10 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 5 მეტრი იქნება.
ახალ წელს ღრუბლიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც. თბილისში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 1 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 7 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 4 მეტრი იქნება.
რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, 31 დეკემბრის ღამეს გუდაურში ღრუბლიანი და ცივი ამინდი იქნება. ღამით მინიმალური ტემპერატურა მინუს 8, დღისით მაქსიმალური კი მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 1 მეტრი იქნება.
ახალ წელს ანალოგიური ამინდი იქნება სათხილამურო კურორტ ბაკურიანშიც, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალი წლის ღამეს მხოლოდ სვანეთში მოთოვს, სადაც დღისით ჰაერი 2–4 გრადუსამდე გათბება.