მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ მზადაა რუსეთთან უსაფრთხოების თემაზე მოლაპარაკებები იანვრის დასაწყისში დაიწყოს

აშშ აპირებს გამოიყენოს დიალოგი სტრატეგიული უსაფრთხოების შესახებ, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. შეერთებული შტატები მზადაა იანვრის დასაწყისში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთქმედების დასაწყებად უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, იუწყება РИА Новости.
„აშშ მზადაა იანვრის დასაწყისში სხვადასხვა არხებით დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყოს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აშშ ორმხრივი კონტაქტებისთვის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის გამოყენებას აპირებს.
ამასთან, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის გარშემო დეესკალაციის ატმოსფეროში.
უსაფრთხოების გარანტიები: პუტინმა აშშ-ის და ნატოს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა შეაფასა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 დეკემბერს გამოაქვეყნა რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებების პროექტი აშშ-თან და ნატოსთან. დოკუმენტი მოიცავს დებულებებს უსაფრთხოების ურთიერთგარანტიებზე ევროპაში, ერთმანეთის სიახლოვეს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განლაგებაზე და ნატოს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმის შესახებ, მათ შორის სსრკ-ის ყოფილი რესპუბლიკების ხარჯზე.