ვინ ყიდულობს ქართულ ხურმას და კარალიოკს

ბოლო ოთხ თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე სომხეთში, რუსეთსა და უკარინაში გავიდა.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოდან 1 სექტემბრიდან დღემდე 11,7 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 530 ტონით (5%), ხოლო ღირებულება 13 ათასი აშშ დოლარით (0,2%) გაიზარდა.
ქართული ვაშლი ძირითადად რუსეთში გადის
აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5.492 ტონა), რუსეთში (3.752 ტონა), უკრაინაში (2.285 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).
უწყების ცნობით, 10 ტონამდე ხურმა და კარალიოკი სხვა ქვეყნებშია გატანილი.