COVID-19 - ბოლო ცნობები

„ომიკრონით“ კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ში, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი დომინანტური გახდა, „ომიკრონით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა, იუწყება ABC ტეხასის ჯანდაცვის სისტემაზე დაყრდნობით.
ეს „ომიკრონით“ გამოწვეული მეორე ლეტალური შემთხვევაა მსოფლიოში. მანამდე ერთი პაციენტი დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა.

„ჰარისის ოლქის წარმომადგენლებმა მხოლოდ დააზუსტეს, რომ გარდაცვლილი პაციენტი 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცია, რომელიც არ იყო ვაქცინირებული და ამასთან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა“, − ნათქვამია პუბლიკაციაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეერთებულ შტატებში, სადაც ახალი შტამი 1 დეკემბერს დაფიქსირდა, „ომიკრონი“ COVID-19-ის დომინანტი შტამი გახდა და ყველა დადასტურებული შემთხვევის 73,2% შეადგინა. ერთი კვირით ადრე კი „ომიკრონზე“ ინფიცირებულთა მხოლოდ 12% მოდიოდა, ხოლო დანარჩენი შემთხვევები − კვლავ „დელტა“ შტამზე.
COVID-19 - ბოლო ცნობები
არაეფექტურია „ომიკრონის“ წინააღმდეგ: დასახელდა ორი პოპულარული პრეპარატი
კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანმომ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა. ვირუსის S-ცილა, რომელიც პათოგენს უჯრედების ინფიცირებისთვის სჭირდება, რამდენიმე ათეულ მუტაციას შეიცავს. მეცნიერების აზრით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გადადების მაღალი უნარით გამოირჩევა, უფრო სწრაფად ვრცელდება და ამასთან შეუძლია დააინფიციროს როგორც აუცრელი, ისე ვაქცინირებული ადამიანები. ამასთან არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული COVID-19 ბევრად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.