თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდამ 2021 წლის მესამე კვარტალში 9,1% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
უფრო ადრე წინასწარი მონაცემების მიხედვით ითქვა, რომ ეს მაჩვენებელი 9,0%-ია.
მიმდინარე ფასებით 2021 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის მოცულობამ შეადგინა 5,1 მილიარდი დოლარი. დეფლატორმა აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 9,4%, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.375 დოლარი იყო (ერთი წლის წინ – 1.160,6 დოლარი).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
ყველაზე მეტი ზრდა 2021 წლის მესამე კვარტალში აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტების უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.
საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ–ხუთეული, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ზრდა აჩვენა
ელექტრო– და გაზმომარაგება – 78,8%
განთავსებისა და კვების პროდუქტების უზრუნველყოფა – 49,8%
დასვენება და გართობა – 48,1%
ადმინისტრაციული საქმიანობა – 40,8%
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა, ბრძოლა დაბინძურებასთან – 35,1%
მეორე კვარტალში ვარდნა აჩვენა სოფლის მეურნეობის, ტყის, თევზის მეურნეობის (–2,9%), განათლებისა (–7,8%) და მშენებლობის (–29,7%) სფეროებმა.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებსა და მშენებლობას.
საქართველოს ეკონომიკის სფეროების ტოპ–ხუთეული, რომლებსაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი აქვს მშპ-ის სტრუქტურაში
ვაჭრობა – 16,7% მშპ-ში
გადამამუშავებელი მრეწველობა – 11,9%
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები – 9,4%
მშენებლობა – 8,4%
სოფლის, ტყისა და თევზის მეურნეობა – 8,2%.