ტრაგედია თბილისში: ფოტოები გაზის გაჟონვის გამო აფეთქებული სახლიდან

ვაზისუბანში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში კვირას ძლიერი აფეთქება მოხდა.
Sputnik
აფეთქების სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე ბუნებრივი გაზის გაჟონვაა, რასაც ხანძრის გაჩენაც მოჰყვა. აფეთქების შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ოპერატიულად მივიდა სასწრაფო დახმარება, პოლიციამ შემოსაზღვრა ტერიტორია, მეხანძრე-მაშველებმა კი ხანძლის ლიკვიდაცია მოახდინეს.
1 / 12

მიუხედავად მთავრობისა და გაზის კომპანიების მოწოდებებისა, კარგად შემოწმდეს გაზზე მომუშავე საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, ტრაგიკული შემთხვევები კვლავ ხდება

2 / 12

ამჯერად აფეთქება ვაზისუბანში მოხდა

3 / 12

ხშირად ადამიანები იაფფასიან გამათბობლებს ამონტაჟებენ, რაც შემდგომში იწვევს მსგავს შემთხვევებს

4 / 12

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქება ზამთრის პერიოდში პირველია. თუმცა მსგავსი შემთხვევა შემოდგომაზეც არ დაფიქსირებულა, გარდა ოქტომბერში საკანდელიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისა, როცა მოსახლეობამ სპეციალისტები გამოიძახა. მათ გაჟონვა აღმოაჩინეს და სახლი აფეთქებას გადაარჩინეს

5 / 12

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები პერიოდულად ამოწმებენ სახლებში დამონტაჟებულ მოწყობილობებს, თუმცა ყველგან მისწრება შეუძლებელია

6 / 12

აგვისტოში აღმაშენებლის გამზირზე ასევე მოხდა აფეთქება, სადაც ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველასთვის კარგი გაკვეთილი არ აღმოჩნდა

7 / 12

ვაზისუბანში მომხდარი აფეთქება, კიდევ უფრო თვალსაჩინო აღმოჩნდა. აქ ხუთი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია

8 / 12

კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ორი აფეთქების ხმა გაისმა

9 / 12

აფეთქების შედეგად დაზიანდა ეზოში მდგომი ავტომობილებიც

10 / 12

აფეთქება გვიან ღამით მოხდა. აფეთქების ტალღამ ერთი ადამიანი ქუჩაში გადააგდო

11 / 12

კორპუსის ყველა მცხოვრებს შენობა დაატოვებინეს, ზოგიერთმა მათგანმა ღამე სასტუმროში გაათენა, ზოგმა კი ღამე ქუჩაში გაატარა

12 / 12

ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 60%-იანი დამწვრობა აქვს, ის ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება