COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი „ომიკრონ" შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ინფექცია საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომლებიც სამშობლოში მოგზაურობიდან დაბრუნდნენ.

„ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვთ აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე პირი იზოლირებულია. ამ დროისათვის მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა", – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორია ათ საეჭვო შემთხვევას იკვლევდა. რვა შემთხვევაში „დელტა" და „დელტა-პლუსი" დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი ღრმა კვლევის ჩატარება გადაწყდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
არაეფექტურია „ომიკრონის“ წინააღმდეგ: დასახელდა ორი პოპულარული პრეპარატი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.
ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.