COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში „ბუსტერ-დოზის“ გაკეთება, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს

ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იცავს.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. სრულად ვაქცინირებული პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ–დოზა აუცილებელი უნდა გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში 20 დეკემბერს კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ დროისათვის ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების 26 კონტაქტს სწავლობენ.

„ომიკრონთან“ დაკავშირებით აქტიური „ბუსტერია“ საჭირო. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას მივცემთ „ბუსტერ–დოზა“ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გახდეს აუცილებელი“, – განაცხადა გამყრელიძემ ონლაინ–ბრიფინგზე.

20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 37,6%, ბუსტერ–დოზა კი 47.633 ადამიანს აქვს გაკეთებული.
COVID-19 - ბოლო ცნობები
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს გამოვლენილ ახალ შტამ B.1.1.529-ს, რომელიც „შეშფოთების გამომწვევად“ შეფასდა, ბერძნული ანბანის მე-15 ასოს მიხედვით „ომიკრონი“ უწოდა. შტამი სხვა ვარიანტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მომჭიდებელ ცილაში 32 მუტაცია აქვს, რაც უჩვეულოდ დიდი რაოდენობაა. ამ დროისათვის „ომიკრონი“ უკვე გამოვლენილია მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.