აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვა გახდა. ხანძარი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. ამ მომენტისათვის არსებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ არიან დაშავებულები.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა „სასწრაფო დახმარება“, პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა, მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ამ წუთებში აალების კერის ლოკალიზებას ცდილობენ.