მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინაში „ომიკრონის“ პირველი შემთხვევა გამოვლინდა

უკრაინაში „ომიკრონი“ პირველად გამოუვლინდა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსულ ადამიანს
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაში - ახალი შტამი დაუდგინა ადამიანს, რომელიც ადრე იმყოფებოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.
„უკრაინაში „ომიკრონის“ შტამი გამოვლინდა“, - დაწერა მინისტრმა Facebook-ზე.
მისი მონაცემებით, შტამი გამოვლენილია გენომის სრული სეკვენირების შედეგად. მან დასძინა, რომ ინფიცირებული დაბრუნდა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, სადაც მას კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან. ამჟამად პაციენტი მკურნალობის კურსს გადის.
მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და საკონტაქტო პირების გასინჯვა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
იმნაძე: საქართველოში „ომიკრონის“ 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ, არსებული რეკომენდაციების დაცვისკენ და იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ, სადაც „ომიკრონია“ გავრცელებული,
„ომიკრინი“ გამოვლინდა ასევე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში - რუსეთსა და თურქეთში, საქართველოში კი 10 საეჭვო შემთხვევას სწავლობენ.
„ომიკრონი" არის COVID-19-ის ახალი შტამი, რომელიც ჯანმომ დაახასიათა, როგორც „შემაშფოთებელი". ჯერჯერობით მსოფლიოს მასშტაბით ამ შტამით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევაა დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში.