თოვლმა სვანეთის გზებზე პრობლემები შექმნა

მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი— Sputnik. თოვლმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთზე (186-198 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კობი–გუდაურის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის ზუგდიდი–დიზის მონაკვეთზე.