გარდაიცვალა ჯემალ ჭკუასელი

ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი ანსამბლ „ერისიონს“ რამდენიმე ათეული წელი ხელმძღვანელობდა.
Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მომღერალი, ლოტბარი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი, ინფორმაციას ავრცელებს ანსამბლ „ერისიონის“ Facebook-გვერდი.
ჭკუასელი 1986-2015 წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1984), საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1995).
1997 წლიდან იყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
ჯემალ ჭკუასელი: ძალიან შევიჯავრე ქართული ხალხური სიმღერა
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, ჯემალ ჭკუასელს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, ხუთშაბათს ის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პარასკევს, გვიან ღამით გარდაიცვალა.