ყვითელი ამბები

ამიერიდან ბრენდ Vetements-ს დემნას ძმა გურამ გვასალია უხელმძღვანელებს

Sputnik
ვარსკვლავებისა და მოდის მოყვარულების ერთ-ერთ ფავორიტ მოდის ბრენდ Vetements-ს დემნა გვასალიას ძმა გურამ გვასალია უხელმძღვანელებს. როგორც ჩანს, მოდის სამყაროში მის სახელს ახლა უფრო ხშირად გავიგებთ.
Vetements-ი დემნამ და გურამმა 2014 წელს შექმნეს. ბრენდს დემნა გვასალია დიზაინის მიმართულებით ხელმძღვანელობდა, გურამი კი ფინანსურ საკითხებს განაგებდა. 2019 წელს დემნამ ბრენდი დატოვა, რათა მთელი ყურადღება „ბალენსიაგასთვის“ დაეთმო. ახლა გურამი ბრენდის კრეატიული დირექტორი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდის ფინანსურ და კრეატიულ საკითხებსაც ის განაგებს.
გაიცანით დემნა გვასალიას უცნობი ძმა გურამი, რომელიც ასევე მოდის სფეროში მოღვაწეობს – ფოტო
გურამმა ღია წერილში განმარტა, რომ მზადაა საკუთარი შესაძლებლობები ხელოვნების მიმართულებითაც გვიჩვენოს და ახალგაზრდა თაობას გამბედაობისა და საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენისკენ მოუწოდა.
„პირველივე დღიდან Vetements-ი შემოქმედებითი უნარებით შეიქმნა. მინდა ყველა ახალგაზრდამ იცოდეს ეს: არ გჭირდებათ მდიდარი მშობლები, არ გჭირდებათ ინვესტორი, არაა საჭირო ბოროტი კორპორაციებისთვის სულის მიყიდვა, მიზანს თქვენითაც მიაღწევთ. საკუთარი ცხოვრების შეცვლა შემოქმედებითი ნიჭითა და მისწრაფებებით შესაძლებელია", — ამბობს გურამ გვასალია.