ყვითელი ამბები

„თავი ვინ ჯანდაბა გგონია?!“ – პრინცმა ჰარიმ ძმას მეგან მარკლის გამო უყვირა

სასექსის ჰერცოგს არ მოეწონა რეაქცია მის გეგმებზე.
Sputnik
მწერალი კრისტოფერ ანდერსენი ირწმუნება, რომ სასახლის ერთ-ერთმა წყარომ მას გაუზიარა ინფორმაცია პრინცესა დიანას ვაჟებს შორის ჩხუბის შესახებ.
ყვითელი ამბები
პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილმა მათი ახლობლები მოხიბლა – როგორ იზრდება ბავშვი?
მწერალი ამბობს, რომ კონფლიქტი 2017 წლის სექტემბერში მოხდა, მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ გამოაცხადა, რომ აპირებდა მეგან მარკლისთვის ხელის თხოვნას, პრინცმა უილიამმა კი მას ჰკითხა: „რატომ ჩქარობ?“
პრინცი ჰარი იმდენად გაბრაზებული იყო, როდესაც მისმა უფროსმა ძმამ, პრინცმა უილიამმა ეჭვქვეშ დააყენა მისი სწრაფი რომანი მეგან მარკლთან, რომ მას უხეშად მიმართა: „თავი ვინ ჯანდაბა გგონია?!“
ამ თეორიას ამყარებს პრინც უილიამის ქცევაც ძმის ქორწილში. სხეულის ენის ექსპერტმა მის ჟესტებში „ფარული პანიკა“ დაინახა.