სამ თვეში მინუს 7 კგ: დაიკელით წონაში სერიოზული შეზღუდვების გარეშე – მოსლის მეთოდი

Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანელი დიეტოლოგი და არაერთი სწრაფი დიეტის ავტორი, დოქტორი მაიკლ მოსლი ახალ მეთოდს სთავაზობს წონაში დაკლების მსურველებს, რომლის მეშვეობითაც ზედმეტი კილოგრამების მოშორება კვებაში სერიოზული შეზღუდვების გარეშე შეიძლება.
მოსლის რეკომენდაციას Daily Express-ი აქვეყნებს.
დიეტოლოგი ამბობს, რომ აღნაგობის გაუმჯობესების საუკეთესო ხერხი — ვახშმის დროის შეცვლაა: დღის ბოლო კვება არ უნდა გადასცდეს 19:30 საათს. ექსპერტის თქმით, ამას ნოტინგემისა (დიდი ბრიტანეთი) და თეირანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტების კვლევა ადასტურებს.
როგორ დავთრგუნოთ შიმშილის გრძნობა: დიეტოლოგების რეკომენდაციები
როგორც ირკვევა, მეცნიერებმა ჭარბი წონის მქონე 82 ქალი მიიწვიეს გახდომის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. ექსპერიმენტის მონაწილეები კილოკალორიების ერთნაირ რაოდენობას იღებდნენ, თუმცა მათი ნახევარი ვახშამს მკაცრად 19:30 საათზე ამთავრებდა, მეორე ნახევარი კი — 22:00 საათზე.

„12 კვირის შემდეგ ორივე ჯგუფის წევრებმა დაიკლეს წონაში, თუმცა მათ, ვინც საღამოს ადრე ამთავრებდა ვახშამს, დაახლოებით შვიდი კილოგრამი მოიცილეს, ხოლო ვინც გვიან ჭამდა — მხოლოდ ხუთი კილოგრამი. გარდა ამისა, პირველებს წელის გარშემოწერილობაც შეუმცირდათ 3 სანტიმეტრით, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სისხლში ქოლესტერინისა და ცხიმების დონე“, — ამბობს მოსლი.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, გვიან ჭამას შეუძლია გავლენა მოახდინოს გენებზე, რომლებიც სხეულს აკონტროლებენ, რასაც შეიძლება შედეგად გაცხიმოვნება და მეორე ტიპის დიაბეტი მოჰყვეს.
ხელით გაზომილი დიეტა: ბრიტანელი მეცნიერების უმარტივესი მეთოდი
მაიკლ მოსლიმ კიდევ ერთ მტკიცებულებად ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამასწინანდელი კვლევაც მოიშველია.
„როგორც კვლევამ აჩვენა, როცა ექსპერიმენტის ჯანმრთელი მონაწილეები დაძინებამდე ერთი საათით ადრე ჭამდნენ, 10%-ით იმაზე ნაკლებ ცხიმს წვავდნენ ღამით, ვიდრე მაშინ, როცა დაძინებამდე სამი საათით ადრე ვახშმობდნენ“, — ამბობს ცნობილი დიეტოლოგი.
მოსლის თქმით, ორგანიზმს არ მოსწონს გვიან ღამით დიდი რაოდენობით საკვებთან „ურთიერთობა“, ვინაიდან „ფიქრობს“, რომ ამას ცუდი შედეგი მოჰყვება. ხოლო იგივე რაოდენობის საკვებზე დღის განმავლობაში შეიძლება ნორმალური რეაქცია გამოავლინოს.