Wizz Air Abu Dhabi-მ ქუთაისის აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა

არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პირველი რეისით 228 მგზავრი ჩამოფრინდა, რომლებსაც აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi-მ აბუ-დაბიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად გახდა შესაძლებელი ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა.
თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ფრენების სიხშირე იზრდება
არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან პირველი რეისით 228 მგზავრი ჩამოფრინდა, რომლებსაც აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი ირაკლი ნასიძეც.
აბუ-დაბი–ქუთაისი–აბუ-დაბის რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.
Wizz Air Abu Dhabi პირველი შვილობილი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს აბუ-დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით. ავიაკომპანიის პარკი მთლიანად დაკომპლექტებულია ახალი Airbus A321neo-ს ტიპის თვითმფრინავებით.