COVID-19 - ბოლო ცნობები

ვახტანგ გომელაურმა ვაქცინის ბუსტერ-დოზა გაიკეთა

ბოლო მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების 80%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურi, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ის ბუსტერ დოზით აიცრა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, მინისტრთან ერთად ვაქცინაცია ჩაუტარდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებსაც.
„შინაგან საქმეთა მინისტრი ვაქცინაციის პროცესში, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანისთანავე ჩაერთო. მან, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან და სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებთან ერთად Sinopharm-ის პირველი დოზა მიმდინარე წლის 5 მაისს გაიკეთა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, პროცესის დაწყებისთანავე თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში ვაქცინაციის კაბინეტები მოეწყო, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს აიცრან Pfizer-ის, Sinovac-ის და Sinopharm-ის ვაქცინებით. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების 80%-მდე უკვე აცრილია, მათ შორის უმეტესობა სრულად ვაქცინირებულია. მიმდინარეობს ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„ომიკრონის“ შტამი 70-ჯერ სწრაფად მრავლდება „დელტასთან“ შედარებით: მეცნიერების დასკვნა
ეპიდემიოლოგები ვაქცინის ბუსტერ, ანუ მესამე დოზის აუცილებლობას საქართველოში „ომიკრონის“ ახალი შტამის შემოსვლის გარდაუვალობით ხსნიან, რომელიც წინამორბედ შტამებთან შედარებით სწრაფად ვრცელდება და მისგან დაცვა ვაქცინის მხოლოდ მესამე დოზას შეუძლია.
15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სრულად (ორჯერადად) აცრილია 1.058.106 ადამიანი, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 36,5%-ს შეადგენს. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 37.017 ადამიანს.