ახალ ფოტოში ელის-მარია განათებულ საახალწლო ნაძვის ხეს შეჰყურებს. „ჯერ კიდევ არ სძინავს“, – წერს სოფო „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებული ფოტოს აღწერაში. როგორც ჩანს, გოგონას ძილი სადღესასწაულო სანახაობამ დაუფრთხო.
სოფოს გოგონა ამერიკაში დაიბადა. მათი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია: „სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა ქალიშვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად“.
ელის-მარიას გვარმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მომღერალი დღემდე არც შვილის სახეს და არც მამის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.