თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ბლოკის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, უახლოეს ხანებში გაერთიანებაში კიდევ ორ სახელმწიფოს მიიღებენ, წერს Twitter-ზე „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი.
მისი ინფორმაციით, საუბარია ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთზე.
„თეთრი კვამლი! გვაქვს დასკვნა ევროკავშირის გაფართოებაზე — გასული წლისგან განსხვავებით! ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი“, — დაწერა იოზვიაკმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ოფიციალურ რესურსებზე ორი სახელმწიფოს ბლოკში მიღების თაობაზე ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
მანამდე, სექტემბერში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ და ალბანეთმა ყველა ის პირობა შეასრულეს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად იყო საჭირო. თუმცა ამ საკითხს ბულგარეთმა დაადო ვეტო.