მუსიკისა და სიყვარულის ქალაქი – ვენის ცხოვრება თბილისელი ფოტოგრაფის კადრებში

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენა არ არის უბრალოდ ერთ-ერთი ევროპული დედაქალაქი. ეს არის საკრალური ქალაქი განუმეორებელი გარემოთი, რომელიც იზიდავს ტურისტებს, მუსიკოსებს, არტისტებსა და უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებსაც აქ ოფისები აქვთ.
Sputnik
გამოჩენილი ვენელების ჩამოთვლას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ საკმარისი იქნება ისეთი ტიტანების დასახელება, როგორებიც იყვნენ მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი. მათ საფუძველი ჩაუყარეს მუსიკისა და, ზოგადად, კულტურის ეპოქის შექმნას. გარდა ამისა, ვენა მსოფლიოში პირველი ქალაქია ცხოვრების ხარისხით. შედარებისათვის: ვენის მოსახლეობა თბილისს ცოტათი აღემატება.
1 / 17

ველოსიპედი ვენის ერთგვარი თანამედროვე სიმბოლოა. ბოლო წლებში ის გადაადგილების ყველაზე პოპულარულ საშუალებად იქცა

2 / 17

ადრე პრესტიუჟულად მიიჩნეოდა კარეტით გადაადგილება. სახლებსა და თეატრებს აქ დიდი ჭიშკრები აქვთ, რათა ცხენოსნები და კარეტით მოსარგებლეები პირდაპირ ტრანსპორტით შესულიყვნენ შენობაში

3 / 17

და აი ისიც - ეგზოტიკა. ტურისტებს შეუძლიათ ცხენებით ისეირნონ და წარსულს ეზიარონ

4 / 17

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობს ტრამვაი, რომელიც 1936 წლამდე ვენას ბრატისლავასთან აკავშირებდა

5 / 17

ვენის ქუჩებში არასდროს არის „საცობები“ - მოსახლეობის დიდი ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ველოსიპედებით სარგებლობს. ხანდახან ველობილიკებზე უფრო ინტენსიური მოძრაობაა, ვიდრე სატრანსპორტი გზაზე

6 / 17

ვენის ქუჩებში ფეხით სეირნობაც ძალიან სასიამოვნოა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომლებიც თბილისელ ახალგაზრდებს მოგაგონებთ

7 / 17

ფეხით სეირნობა უფროს თაობასაც ძალიან უყვარს, თუმცა ვენაში ისინი უფრო ბედნიერები და ენერგიით სავსენი არიან, ვიდრე თბილისში

8 / 17

ვენაში თითოეული სახლი უნიკალურია. ფასადებმა თითქოს სხვადასხვა ეპოქის არქიტექტორების შემოქმედებითი ენერგია და გემოვნება ღრუბელივით შეიწოვეს და ახლა თითოეულ მხილველს უზიარებენ

9 / 17

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქის მკვიდრები დაბომბილი შენობების აგურებს აგროვებდნენ და დიდი სიფრთხილით ცდილობდნენ მათი პირვანდელი სახის აღდგენას

10 / 17

დედაქალაქის სრულად დანახვის მსურველები შენბრუნის სასახლის ტერიტორიაზე, მაღლობზე ადიან, საიდანაც ქალაქი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, ხელის გულზე იშლება - ისევე, როგორც მთაწმინდიდან თბილისი

11 / 17

ეს კი თავად შენბრუნის სასახლეა. მონარქის საზაფხულო რეზიდენცია ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა

12 / 17

ვენის მოსახლეობას შეუძლია ქალაქის თითოეული კუთხე ლამაზი წარმოდგენის ადგილად აქციოს

13 / 17

და თუ დაიღალეთ, დასვენება ყოველ ნაბიჯზე შეიძლება, პარკში თუ მუზეუმის კიბეზე

14 / 17

ვენელების ყოველდღიურობა თბილისელებისგან არცთუ დიდად განსხვავდება

15 / 17

ხილ-ბოსტნეულის დახლები აქაც ისეთივე ფერადია, როგორც თბილისში

16 / 17

დილით ადრე, პირველი სტუმრების მოსვლამდე, აქ ყველაფერს ასუფთავებენ და აწესრიგებენ

17 / 17

შემდეგ კი ყველა სტუმარს ღიმილით და სიხარულით მასპინძლობენ