სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონა: ფოტოები სილამაზის კონკურსიდან – ფოტო

წელს 5 მილიონის ღირებულების გვირგვინისათვის მსოფლიოს 80 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა სილამაზის კონკურსზე „მის სამყარო 2021“.
Sputnik
ისრაელში რიგით 70-ე სილამაზის კონკურსი Miss Universe გაიმართა.
კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა ინდოეთის წარმომადგენელმა ჰარნააზ სანდჰუმ. ის ინდოეთის რიგით მესამე მოქალაქეა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
გამარჯვებულს გვირგვინი გადასცა მისმა წინამორბედმა, მექსიკელმა ანდრეა მესამ.
1 / 15

„მის სამყარო 2021“-ის გამარჯვებული გახდა ინდოელი ჰარნააზ სანდჰუ

2 / 15

ფინალში სანდჰუს კონკურენტები იყვნენ კოლუმბიის, საფრანგეთის, არუბას, პარაგვაის, ფილიპინების, პუერტო-რიკოს, სამხრეთ აფრიკის, ბაჰამის კუნძულებისა და აშშ-ის წარმომადგენლები

3 / 15

ისრაელმა მსგავს ღონისძიებას პირველად უმასპინძლა

4 / 15

ფინალი ისრაელის ქალაქ ეილათში გაიმართა

5 / 15

ეს საიუბილეო 70-ე კონკურსი იყო

6 / 15

ესპანელი კონკურსანტი სარა ლოინაზი

7 / 15

გვირგვინისათვის 80 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა

8 / 15

გოგონები ჩვენებებს მართავდნენ საღამოს კაბებით, ბიკინებითა და ეროვნული კოსტიუმებით

9 / 15

ჰარნააზ სანდჰუ 21 წლისაა. გარდა სამოდელო კარიერისა, ის მაგისტრის ხარისხის მოპოვებასაც ცდილობს სახელმწიფოს მართვის სფეროში

10 / 15

იმისათვის, რომ კონკურსი ისრაელში გამართულიყო, სახელმწიფომ 30 მლნ შეკელი გადაიხადა

11 / 15

ფინალის ტრანსლაცია 170-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა

12 / 15

ახალ გამარჯვებულს გვირგვინი წინამორბედმა - ანდრეა მესამ გადასცა

13 / 15

კონკურსის ჩასატარებლად მოეწყო სპეციალური „სამყაროს არენა“, რომელიც პორტუგალიიდან ჩაიტანეს

14 / 15

ჩინეთის წარმომადგენელი ში ინ იანი ეროვნულ სამოსში

15 / 15

სანდჰუ რიგით მესამე ინდოელია, რომელმაც მოიპოვა ტიტული „მის სამყარო“