საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 5,6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

ქართული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად სომხეთში, რუსეთის ფედერაციასა და უკრაინაში განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 11,2 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 5,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე წელს წარმოებული ხურმა და კარალიოკი ძირითადად გავიდა სომხეთში – 5.097 ტონა, რუსეთის ფედერაციაში – 3.645 ტონა, უკრაინაში – 2.263 ტონა, და თურქეთში – 108 ტონა.
აჭარაში ციტრუსის მიმღები ახალი საწარმო გაიხსნა
აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში – 62 ტონა და მოლდოვაში – 39 ტონა.
უწყების ცნობით, 10 ტონამდე ხურმა და კარალიოკი კიდევ სხვა ქვეყნებშია გატანილი.