COVID-19 - ბოლო ცნობები

„ომიკრონი“ ფენომენალურად სწრაფად ვრცელდება: მოსალოდნელია ინფიცირების დიდი ტალღა

Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ისეთი ფენომენალური სისწრაფით ვრცელდება, როგორსაც მანამდე არ შევჯახებივართ, განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.

„რაც ამ ახალი შტამის შესახებ ვიცით, ისაა, რომ „ომიკრონი“ ფენომენალური სიჩქარით ვრცელდება, რაც მანამდე არ გვინახავს. [დაავადებულთა რიცხვი] ყოველ ორ-სამ დღეში ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების დიდ ტალღას შევეჯახებით“, — განუცხადა მინისტრმა ტელეარხ Sky News-ს.

მისი თქმით, ამ დროისათვის ლონდონში ინფიცირების 40% „ომიკრონზე“ მოდის.
მსოფლიო დღეს
სავალალო პროგნოზი: ბრიტანეთში წლის ბოლომდე „ომიკრონის“ მილიონ შემთხვევას ელოდებიან
მანამდე პარლამენტში გამოსვლისას ჯავიდმა ივარაუდა, რომ დეკემბრის ბოლოსთვის ბრიტანეთში „ომიკრონით“ მილიონზე მეტი ადამიანი იქნება ინფიცირებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 63 ქვეყანაშია გამოვლენილი. ამასთან ჯანმოში აცხადებენ, რომ სპეციალისტებს ახალ შტამთან დაკავშირებით შეზღუდული მონაცემები აქვთ, თუმცა უკვე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“.