მსოფლიო დღეს

„მის სამყარო 2021“-ის გამარჯვებული ინდოელი ლამაზმანი გახდა – ვიდეო

Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. კონკურს Miss Universe 2021-ის („მის სამყარო“) გამარჯვებული ინდოეთის წარმომადგენელი ჰარნააზ სანდჰუ გახდა, რომელსაც გვირგვინი მისმა წინამორბედმა, მექსიკელმა ანდრეა მესამ გადასცა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარომადგენელი ლალელა მსვანე გავიდა, ხოლო მესამეზე — პარაგვაელი ნადია ფერეირა.
სულ წლევანდელ კონკურსში მსოფლიოს 80 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
Miss Universe მიმდინარე წელს სამოცდამეათედ ჩატარდა და მას ისრაელის ქალაქი ეილათი მასპინძლობდა.