ყვითელი ამბები

პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილმა მათი ახლობლები მოხიბლა – როგორ იზრდება ბავშვი?

Sputnik
ცოტა ხნის წინ პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილი ექვსი თვის გახდა. თუმცა წყვილს ბავშვი საზოგადოებისთვის დღემდე არ უჩვენებია. ლილიბეტის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ ცოტა ხნის წინ სამეფო წყვილის ახლობლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ იზრდება გოგონა.
„ვერ მოითმინეს“ – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დედოფალს პატარა ლილიბეტი გააცნეს
ოჯახთან დაახლოებული პირის თქმით, ახალგაზრდა მემკვიდრე უკვე ავლენს თავის ხასიათს და დადებით თვისებებს. „ის ისეთი ტკბილი და კეთილგანწყობილია, ძალიან სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. მშობლები აღრიცხავენ მის ყველა მიღწევას. გასაოცარია, რამდენად სწრაფად იზრდება ის“, – განუცხადა ინსაიდერმა US Weekly-ს.
წყარომ ასევე აღნიშნა, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ძალიან ბედნიერები არიან ოჯახური ცხოვრებით. ამბობენ, რომ წყვილი საშობაო ბარათის გამოშვებას გეგმავს საოჯახო ფოტოს სახით, რომელშიც პატარა ლილიბეტიც შეიძლება გამოჩნდეს.