ავტოავარია ხობის რაიონში მსხვერპლით დასრულდა

ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ერთ-ერთი მძღოლი გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ხობის რაიონში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი".
შემთხვევა სოფელ პირველ მაისთან ორშაბათს, დღისით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახნენ სატვირთო ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი. შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა ავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.