ავარია საგარეჯოში: არის მსხვერპლი

კახეთის ცენტრალურ ტრასაზე ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ნინოწმინდასთან, ცენტრალურ ტრასაზე ერთმანეთს ტრაილერი და Ford Transit-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მსუბუქი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.
ავტოავარია ხობის რაიონში მსხვერპლით დასრულდა
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 305 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5,7 ათასი დაშავდა. 2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავარიების ყველაზე გავრცელებული ტიპი მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მომხდარი შემთხვევებია – 2.105 შემთხვევის შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 3.006 ადამიანი.