ყვითელი ამბები

ABBA-ს მორიგი საჩუქარი – ლეგენდარული კოლექტივი საშობაო კლიპს ავრცელებს

რა ხანია მუსიკალური სამყარო ლეგენდარული შვედური ჯგუფი ABBA-ს ახალ ალბომს ელოდებოდა და, აი, როგორც იქნა, 40 წლის შემდეგ კოლექტივი გაერთიანდა.
Sputnik
ლეგენდარული შვედური კოლექტივი 40 წლის შემდეგ გაერთიანდა და ალბომი ABBA Voyage გაავრცელა. ალბომში 10 სიმღერა შევიდა და მან უკვე მოახერხა მსოფლიო ჩარტების დაპყრობა.
სულ ცოტა ხნის წინ ჯგუფმა მორიგი საჩუქარი გაუკეთა გულშემატკივრებს. ABBA-მ საახალწლო სიმღერა Little Things და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა.
კლიპში მთავარ როლში ბავშვები არიან, რომლებიც ჯგუფის წევრების იმიჯს ირგებენ.
ABBA შვედური პოპ-ჯგუფია, რომელიც ჩამოყალიბდა სტოკჰოლმში 1972 წელს. მასში შედიოდნენ აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი. ისინი იქცნენ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც 1972-1982 წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა.