პუტინი: რუსეთი სხვა ქვეყნების ზებგერითი იარაღისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს

რუსეთის პარიტეტი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ იარაღში ნარჩუნდება, მაგრამ ახალი შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთის ფედერაცია მსოფლიო ლიდერია, განაცხადა პუტინმა.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. სხვა ქვეყნებს, რა თქმა უნდა, ექნებათ ზებგერითი იარაღი, მაგრამ დიდი ალბათობით, იმ დროისთვის რუსეთი ისწავლის ასეთ რაკეტებთან გამკლავებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფილმში „რუსეთი. უახლესი ისტორია", რომელიც ტელეარხზე Russia1 გავიდა.
„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ მსოფლიოს წამყვან სამხედრო ქვეყნებს, რა თქმა უნდა, მომავალში ექნებათ ისეთივე იარაღი, რაც დღეს რუსეთს აქვს. ვგულისხმობ ზებგერით იარაღს. მაგრამ ჯერჯერობით 2018 წლიდან ასეთი იარაღი არავის შეუქმნია. ჯერჯერობით. მაგრამ ის გამოჩნდება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები იმით, რომ როდესაც მათ ექნებათ ეს იარაღი, დიდი ალბათობით უკვე გვექნება საშუალება ამ იარაღთან საბრძოლველად“, - განაცხადა პუტინმა.
მიმოხილვა: რუსულ ფლოტს „ავიამზიდების მკვლელით“ შეაიარაღებენ
ამავდროულად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პარიტეტი შეერთებულ შტატებთან ბირთვულ იარაღში ნარჩუნდება, მაგრამ ახალი შეიარაღების თვალსაზრისით რუსეთის ფედერაცია მსოფლიო ლიდერია.
„ჩვენ შეერთებულ შტატებთან მიახლოებით პარიტეტს ვინარჩუნებთ როგორც საბრძოლო მატარებლებში, ასევე საბრძოლო ქობინების რაოდენობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენს სამომავლო პროექტებში უდავოდ ლიდერები ვართ. ეს არის პირველი. ხოლო ტრადიციულად არსებულ საბრძოლო პოტენციალს არა მხოლოდ ვაახლებთ, რამედ ახალ კომპლექსებს ვქმნით. ამ თვალსაზრისით დამაჯერებლად შეიძლება ვთქვა, რომ დღეს ამ მაჩვენებლით ვართ ნომერ პირველი ქვეყანა მსოფლიოში“, - განაცხადა პუტინმა.