COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი 60%-ს უახლოვდება

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კოლექტიური იმუნიტეტი შეიძლება საკმარისი იყოს დაავადების გავრცელების შესამცირებლად
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. რუსეთში კოლექტიური იმუნიტეტის მაჩვენებლები 55,7%-ს აღწევს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.
იგივე მონაცემებს ავრცელებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბი. რუსეთის დედაქალაქში ეს მაჩვენებელი 72,2%-ია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ასაკოვნების იმუნიტეტმა ახალგაზრდებისას აჯობა: უახლესი კვლევა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმაზე
კოლექტიური იმუნიტეტი (ასევე პოპულაციური იმუნიტეტი) არის ეპიდემიოლოგიის ცნება, ინფექციის გავრცელების მიმართ წინააღმდეგობის ეფექტი გარკვეულ პოპულაციაში, რომლის წევრების მნიშვნელოვან ნაწილს ამ ინფექციის მიმართ პირადი იმუნიტეტი გააჩნია.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ პოპულაციური (კოლექტიური) იმუნიტეტის დონე, რომელიც ბუნებრივად არის შეძენილი ან მიღწეულია ვაქცინაციით, შეიძლება საკმარისი გახდეს ვაქცინით კონტროლირებადი დაავადების გავრცელების შესამცირებლად ან სრულად აღმოსაფხვრელად.