რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე გამარჯვება იზეიმა

„შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე სულ ოთხი შეხვედრა გამართა, საიდანაც სამ შემთხვევაში გაიმარჯვა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასზე მესამე გამარჯვება მოიპოვა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რუსულ „ენისეის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.
მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ორი ლელო დაუდო. პირველი ლელო მე-15 წუთზე ალექსანდრე თოდუამ გაიტანა, ხოლო პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შალვა მამუკაშვილმა შეძლოს თავის გამოჩენა. გიორგი ბაბუნაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მიუხედავად ამისა, მან ხუთი ჯარიმა გაიტანა.
რაგბი: „შავმა ლომმა“ ევროპის სუპერთასის მატჩი „ლოკომოტივ-პენზასთან“ წააგო
თავის მხრივ, სტუმრებმაც ორი ლელო დადეს. დავით მესხმა 73-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირა, 10 ქულა კი რუსეთის ნაკრების დამრტყმელის რამილ გაისინის ანგარიშზეა.
მანამდე ლევან მაისაშვილის გუნდმა სამი შეხვედრა ჩაატარა. „შავმა ლომმა“ „თელ-ავივ ჰითთი“ და „ლოკომოტივი“ დაამარცხა, ხოლო „ლოკომოტივთან“ განმეორებით შეხვედრაში მატჩი დათმო.
„შავ ლომს“ ჯგუფში 15 ქულა დაუგროვდა, „ენისეის“ 3 ქულით გაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. რუსულმა გუნდმა ბონუს ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილზეა. „შავი ლომი“ მომდევნო შეხვედრას სავარაუდოდ ისევ თბილისში გამართავს. ისრაელის „თელ-ავივ ჰითთან“ დაპირისპირება 18 დეკემბერს გაიმართება.