COVID-19 - ბოლო ცნობები

გამოვლინდა თუ არა საქართველოში ომიკრონის შტამი: ამირან გამყრელიძის განმარტება

ექიმები კიდევ ერთხელ აცხადებენ: კორონავიერუსის ახალი შტამის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ PCR-ტესტირებით, რადგან სწრაფი ტესტები მხოლოდ ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად მიმდინარე წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მეცნიერების ვარაუდით, ახალი შტამით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებულები, ისე დაავადება-გადატანილებიც. მას გადადების მაღალი უნარი და ანტისხეულებისადმი მედეგობა ახასიათებს, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.
„ჯერჯერობით ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ გამოჩენილა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან მან დასძინა, რომ პირბადის ტარების წესის დაცვა და ვაქცინაციის გააქტიურება ახალი შტამის არარსებობასთან ერთად ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის იმედს იძლევა.
„მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი“, - აღნიშნა მან.
ადრე ეპიდემიოლოგმა განმარტა, რომ კორონავიერუსის ახალი შტამის გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ PCR-ტესტირებით, რადგან სწრაფი ტესტები მხოლოდ ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
როგორ ამოვიცნოთ „ომიკრონი“ – ჩხაიძე ახალი შტამისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ასახელებს
„ომიკრონი“ უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. გუშინ და დღეს ომიკრონის პირველი შემთხვევები გამოვლინდა კვიპროსზე, ბაჰრეინში, მავრიკიაზე, ლიბანში, სლოვაკეთში.
ევროკავშირმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა.