COVID-19 - ბოლო ცნობები

ზოიძე: ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, რომ „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ შევწყვიტოთ

ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 879.368-ს მიაღწია. ვირუსს 12.582 ადამიანი ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. თუ ქვეყანაში ვაქცინაციის და პირბადის ტარების მაჩვენებლები არ გაიზრდება, ზამთრის პერიოდი უმძიმესი იქნება, განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძემ, რომელიც არ გამორიცხავს ვარიანტს, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა „ომიკრონმა" უკვე საქართველოშიც შემოაღწია.
ქვეყანაში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესებულია. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.

„კოვიდ-ინფიცირების ალბათობა მატულობს იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 30% ატარებს პირბადეს და დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. დიდი ალბათობით, „ომიკრონის" შტამმა უკვე საქართველოშიც შემოაღწია. თუ ვერ შევძლებთ, განსაკუთრებით, 60 წელს ზემოთ პირებში ვაქცინირებულთა რაოდენობის გაზრდას, მერწმუნეთ, ზამთრის პერიოდი უმძიმესი იქნება. აქტიური ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ შევწყვიტოთ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი ყველა ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში გავრცელდება, გაიზრდება რეინფიცირების შემთხვევებიც.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: ქვეყანაში დაახლოებით 26 ათასამდე „ბუსტერია“ გაკეთებული
ექსპერტის განმარტებით, ასაკოვანი ადამიანები კორონავირუსით ინფიცირების ძალიან მაღალი რისკის ქვეშ არიან და ვაქცინაციის პროცესში მათი ჩართვა გადამწყვეტია.
60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცრის შემთხვევაში მათი 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამ მდგომარეობა შედარებით გააუმჯობესა და საქართველოში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 60 წელს ზემოთ 80 ათასამდე პირს აქვს ჩატარებული.