მსოფლიო დღეს

რუსეთის საგარეო უწყება: აუცილებელია დასავლეთთან დიალოგი უსაფრთხოების გარანტიებზე

სამინისტრომ ნატოს მოსთხოვა პასუხი ადრე დაყენებულ წინადადებაზე ევროპაში დაძაბულობის შემცირების შესახებ
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ამიტომ ძალზე აუცილებელია დიალოგი უშიშროების გარანტიების თვალსაზრისით, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„ასეთი დიალოგის აუცილებლობა მწვავედ დგას დღეს, როდესაც ურთიერთობები რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის განაგრძობს დეგრადირებას და კრიტიკულ ზღვართან დგას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში ხაზი გაუსვეს აშშ–ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამონათქვამს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრის დროს, როდესაც მან აღნიშნა, რომ „არის მზადყოფნა, მოგვარდეს სერიოზული დიალოგის საკითხი, რომელიც შეეხება რუსეთის უშიშროების უზრუნველყოფას“.
„წითელი ხაზები და უკრაინა“: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა
რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოსგან მოითხოვა პასუხი ადრე დაყენებულ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპაში დაძაბულობის შემცირებას ეხებოდა. კერძოდ, რუსეთი მოითხოვს ოპერატიული წვრთნების გადატანას რუსეთი–ნატოს შეხების ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე და შეთანხმებას საბრძოლო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოებასთან დაკავშირებით განსაზღვრულ დისტანციაზე, რათა აღიკვეთოს საშიში სამხედრო საქმიანობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მოსკოვი ელოდება ბლოკის რეაქციას წინადადებაზე, განახლდეს რეგულარული დიალოგი თავდაცვის უწყებებს შორის.
ვლადიმირ პუტინმა ნოემბრის ბოლოს ფორუმზე Россия зовет სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მოსკოვისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების განლაგება წითელი ხაზი გახდება, რამდენადაც ეს სახელმწიფოს უშიშროებას ემუქრება. საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ რუსეთისთვის წითელი ხაზი გახდება ასევე უკრაინის ნატოში გაწევრიანება.