ვითარება გზებზე – დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

საქართველოს გზებზე პრობლემები დიდთოვლობამ შექმნა. თოვისა და ლიპყინულის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, აცხადებენ დეპარტამენტში.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 50-88 კმ მონაკვეთზე (ზეკარის უღელტეხილი) შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დიდთოვლობის გამო ზეკარის უღელტეხილზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზემო ლარსი დღეს: კობი–გუდაურის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
თოვისა და ლიპყინულის გამო დღეს ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის კობი–გუდაურის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.