რუსუდან გლურჯიძე ფესტივალ „მოსკოვის პრემიერის“ ჟიურის უხელმძღვანელებს

დსთ-ის ქვეყნების მესამე საერთაშორისო კინოფესტივალი „მოსკოვის პრემიერა“ 17-21 დეკემბერს მოსკოვში გაიმართება
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ქართველი კინორეჟისორი, პროდიუსერი, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრის მფლობელი რუსუდან გლურჯიძე საერთაშორისო კინოფესტივალის - „მოსკოვის პრემიერის“ ჟიურის უხელმძღვანელებს.
თანამეგობრობის ქვეყნების მესამე საერთაშორისო კინოფესტივალი „მოსკოვის პრემიერა“ რუსეთის დედაქალაქში 2021 წლის 17-21 დეკემბერს ჩატარდება.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში შევლენ ალექსანდრე ბაღდასარიანი (სომხეთი) და დიმიტრი სემიონოვ-ალეინიკოვი (ბელარუსი). კონკურსში 13 ქვეყნიდან 23 ფილმი მონაწილეობს.
„მოსკოვის პრემიერის“ სრულმეტრაჟიანი ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს რეჟისორი დარეჟან ომირბაევი (ყაზახეთი) - კანის, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის, ლოკარნოს, ტოკიოს და სხვა ფესტივალების ლაურეატი.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ კინემატოგრაფისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან.
ჩვენება რუსეთის კულტურის სამინისტროსა და დსთ-ის წევრ-სახელმწიფოთა ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.
რუსუდან გლურჯიძის ახალმა პროექტმა „ევრიმაჟის“ გრანტი მიიღო
რუსუდან გლურჯიძე არის ავტორი გახმაურებული დრამისა „სხვისი სახლი“. 2017 წელს ფილმი გახდა ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიური პრემიისა და რუსეთის ნაციონალური კინოპრემია „ნიკას“ მფლობელი, ერთი წლით ადრე კი საქართველომ „სხვისი სახლი“ წარადგინა „ოსკარზე“ „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის“ ნომინაციაში.