ორბელიანების სასახლესთან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

აქცია „მთავარი არხის“ ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის და „მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პლატფორმის“ ორგანიზებით გაიმართა.
Sputnik
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
ოპოზიციისა და სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან 2021 წლის 8 დეკემბერს
აქცია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოძრაობის აქტივისტებმა გამართეს. აქციის ინიციატორი ტელეკომპანია „მთავარი არხის" ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იყო.
საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის მიმართ ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
ათონელის ქუჩაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა გაშალა უზარმაზარი ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას“. მათ ასევე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს „ისტორიული შანსი“ – სააკაშვილის შეწყალების გზით შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება.
ოპოზიციისა და სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან 2021 წლის 8 დეკემბერს
თუმცა, ულტიმატუმის სახით გამოთქმული მოთხოვნის მიუხედავად, პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ადრე კატეგორიულად უპასუხა: „არა და არასდროს!“ ამის შემდეგ ზურაბიშვილს ამ საკითხზე დამატებითი განცხადებები არ გაუკეთებია.
ოპოზიციისა და სააკაშვილის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან 2021 წლის 8 დეკემბერს
სააკაშვილს ექვსი წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლოში განიხილება კიდევ სამი საქმე, სადაც სააკაშვილს ბრალდებულის სტატუსი აქვს.